დღეს, 2 დეკემბერს, კინოთეატრ "ამირანში" თბილისის რიგით მე -14-ე საერთაშორისო ფესტივალი ლევან კოღუაშვილის ფილმით „შემთხვევითი პაემნები" გაიხსნება.
ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან მაიკლ ჰოფმანი ,სამირა მაჰმალბაფი. ფესტივალის განმავლობაში 100 მდე ახალი ფილმი იქნება წარმოდგენილი. ფილმების ჩვენებები კინოთეატრებში ამირანსა და რუსთაველში გაიმართება.
8 დეკემბერს, კინოფესტივალი საზეიმოდ მაიკლ ჰოფმანის ფილმით „უკანასკნელი სადგური" დაიხურება.
დახურვის ცერემონიაზე კინოფესტივალის გამარჯვებულები დასახელდებიან .საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულებს ფესტივალის მთავარი პრიზები ოქროს პრომეთე -საუკეთესო ფილმისათვის და ვერცხლის პრომეთე -საუკეთესო რეჟისურისათვის გადაეცემათ. ქართული პანორამის სექციაში გამარჯვებულ საუკეთესო ქართველ რეჟისორს გადაეცემა თი ბისი ბანკისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ჯილდო,რომელიც კანის 2014 წლის კინოფესტივალზე გამგზავრებას გულისხმობს.ქართული პანორამის ჟიურის წევრები არიან: ულრიხ გრეგორი კინომცოდნე და კრიტიკოსი,და ერიკა გრეგორი კინომცოდნე და კრიტიკოსი ფესტივალის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრები იქნებიან:ჟიურის თავმჯდომარე მაიკლ ჰოფმანი რეჟისორი ,სამირა მაჰმალბაფი რეჟისორი და პროდუსერი,მათეუშ ვერნერი კინოკრიტიკოსი პროდუსერი, გიორგი ნაკაშიძე მსახიობი.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2000 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ერთ-ერთ მიზანს საქართველოში და ამიერკავკასიის რეგიონში კინოინდუსტრიის განვითარების სხვადასხვა გზით ხელშეწყობა შეადგენს. ამ მიზნით ფესტივალის ფარგლებში 2009 წლიდან ტარდება ინდუსტრიული სახის ღონისძიება Pitch.Doc, რომლის ორგანიზატორია დოკუმენტური ფილმების საპროდიუსერო კომპანია „საქდოკ ფილმი".ფესტივალმა 500-ზე მეტ რეჟისორს, მსახიობს, კინომცოდნესა თუ პროდიუსერს უმასპინძლა. ამ წლების განმავლობაში ფესტივალის სტუმრები იყვნენ კინოს სფეროს ისეთი ცნობილი წარმომადგენლები, როგორებიც არიან ბობ რაფელსონი, ვანესა რედგრეივი, ლეოს კარაქსი, გრეტა სკაკი, მაიკ ლი, ქშიშტოფ ზანუსი, მიკა კაურისმიაკი, ფრანკო ნერო, ბრუნო დიუმონი, ჰიუ ჰადსონი, ჯაფარ პანაჰი, მარიამ დ'აბო, ფრენკ როდამი, სერგეი სოლოვიოვი, იესიმ უსტაოღლუ, ჰელმა ზანდერს-ბრამსი, ჯო რაითი, ჯიმ სტარკი და სხვები. აგრეთვე, უცხოეთში მოღვაწე ქართველი კინემატოგრაფისტები: ოთარ იოსელიანი, მიხეილ კობახიძე, ირაკლი კვირიკაძე, ნანა ჯორჯაძე, ნინო კირთაძე, მიხეილ კალატოზიშვილი, დიტო ცინცაძე, მერაბ ნინიძე და სხვები.