პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ვანო მაჭავარიანმა გიორგი მარგველაშვილის ვინლიუსში ვიზიტი ჟურნალისტებთან შეხევდრისს შეაჯამა. როგორც მაჭავარიანმა განმარტა ევროპელი ლიდერები გიორგი მარგველაშვილით გარკვეულწილად გაოცებულები იყვნენ.
,, პრეზიდენტში დაინახეს ევროპული ტიპის ლიდერი, რომელსაც აქვს ევროპოული ხედვა, თავისი პრინციპები, თავისი ღირებულებები. ძალიან ბევრმა ადამიანმა იპოვა მასთან საერთო ენა და ამიტომაც საოცრად პოზიტიური შეხვედრები გაიმართა. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ ისეთი იმიჯი შექმნა, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის გარდა საქართველოს სხვა ლიდერი არ ჰყავდა და არც ეყოლებოდა. მე მინდა კმაყოფილებით გითხრათ, რომ ევროპელი ლიდერები გიორგი მარგველაშვილით გარკვეულწილად გაოცებულები იყვნენ", _განაცხადა მაჭავარიანმა.