,,კიევში მიმდინარე მოვლენები საქართველოს ევროპულ არჩევანზე გავლენას ვერ მოახდენს", _განაცხადა ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში პროცესები მშვიდობიანად დასრულდება.
,, საქართველოს ევროპულ არჩევანზე გავლენას ვერ მოახდენს ვერაფერი, მათ შორის, ვერც კიევში მიმდინარე მოვლენები. თავად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს რაც შეეხება მხოლოდ იმედი შემიძლია გამოვთქვა, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ არის მას შემდეგ რაც გუშინ გადაცდომა და ძალის გამოყენება იყო. თუმცა სანამ კიდევ უარესი არ მომხდარა, ალბათ, არის დრო იმისთვის, რომ ორივე მხარე შეეცადოს ამ ვითარების მშვიდობიანად დასარეგულირებლად", _განაცხადა ფანჯიკიძემ.