შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში შალვა მატუაშვილის ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შალვა მატუაშვილის შემოქმედებითი მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპის ამსახველი ასამდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი.
შალვა მატუაშვილი დაიბადა 1958 წელს წინანდალში, 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. გამართული აქვს არაერთი პერსონალური გამოფენა, აგრეთვე მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით. მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, მოსკოვის აღმოსავლური ხელოვნების მუზეუმსა და სხვადასხვა კერძო კოლექციებში.
გამოფენა გაგრძელდება 16 დეკემბრამდე.