ყოფილმა პირველი ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა მისსა და ექს-პრეზიდენტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, როგორც რულოვსმა ჟურნალისტებთან განაცხადა მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე პროცესებს გარედან აკვირდება, თუმცა აქტიურ პოლიტიკას უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.
" მიშა სავსეა ენერგიით და შეუძლია, გააგრძელოს იმავე ენერგიით. არ იღლება, მაგრამ გრძნობს, რომ ხალხს მისგან ცოტა დასვენება უნდა, ამიტომ აძლევს ამის საშუალებას. რა თქმა უნდა უყურებს, რა და როგორ ხდება, მაგრამ ჯერჯერობით ცოტა შორიდან უყურებს ამ ყველაფერს და მომავალი გვაჩვენებს როგორ იქნება. მთავარია, რომ საქართველომ გააგარძელოს განვითარება და წინსვლა ევროპისკენ. მე მგონია, ამას ვაკეთებთ", - განაცხადა რულოვსმა
მისივე განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მის გეგმებში მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა.
,,ჩემს გეგმებში არაფერი შემიცვლია, რა თქმა უნდა, ნაკლებად დატვირთული ვარ. როგორც იცით ვსწავლობ, დისტანციური სწავლება მაქვს, ანუ აქ ვრჩები, მაგრამ კომპიუტერის მეშვეობით ლონდონის უნივერსიტეტში გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკას ვსწავლობ. უფრო მეტი დრო მაქვს დედობისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ქველმოქმედებისთვის, ვრჩები ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხებში, კულტურის, კლასიკური მუსიკის სახით და ჩემი დღის რეჟიმი დიდად მაინც არ შეცვლილა", - განაცხადა რულოვსმა.