სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი მსჯავრდებულების შიმშილობას ეხმიანება. როგორც სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა ამ ეტაპზე 22 პატიმარი შიმშილობს.
,, 22 პატიმარი შიმშილობს, მაგრამ პირადადაც ვეტყვით და თქვენი მეშვეობითაც, რომ ტყუილად ღელავენ მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნა არავის გადაუფიქრებია. უბრალოდ, ეს საკითხი რადგან შეიძლება დაკავშირებული იყო გარკვეულ ფინანსურ საკითხებთან, რაღაც დეტალები უნდა დაზუსტდეს. შესაძლებელია კომისიაც შეიქმნას, რომელიც არა იმდენად კანონპროექტზე, არამედ უკვე შემდგომ რა ნაბიჯები უნდა მოჰყვეს ამას იმუშავებს", _განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის განცხადებით, მსჯავრდებულებმა მასობრივი შიმშილობა დაიაწყეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კაკაბაძემ განაცხადა გადაწყვეტილების მიზეზი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განაცხადება გახდა, რომლის მიხედვით მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ამ ეტაპზე აღარ შეიქმნება.