თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, რუსეთის მხრიდან არაადეკვატური მოქმედებების მიუხედავად საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გარდაუვალია. როგორც ალასანიამ ჟუნალისტებთან განმარტა საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს აუცილებად მოაწერს.
,,ჩემი აზრით, მთელი მსოფლიო, მათ შორის ევროკავშირი საქართველოს კიდევ უფრო მხარდამჭერია, როცა კონფლიქტის ზონაში ხდება ასეთი ინციდენტები, როდესაც რუსეთი უგულებელყოფს ყველა შეთანხმებას, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი. აქედან გამომდინარე, ვერანაირი ხელშეშლა, ვერანაირი გამაღიზიანებელი რუსეთის მხრიდან, ჩვენს ინტეგრაციას, ხელი მოწერას ასოცირების შეთანხმებაზე ხელს ვერ შეუშლის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.