აჭარის ა/რ ჯანმრთეობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2014 წელს სქოლიოზით დაავადებული ბავშვების რეაბილიტაციის კურსს დააფინანსებს. პროგრამა წელს პირველად შემუშავდა, პროექტი 2 500-ზე მეტი ბენეფიციარის სამედიცინო მომსახურებას ითვალისწინებს.
სხვადასხვა ხარისხის სქოლიოზის რეაბილიტაციის კურსი 18 წლამდე ასაკის საქართველოს ყველა მოქალაქეებს დაუფინასდება, რომელიც 2014 წლის 1 იანვრის მგომარეობით რეგისტრირებული იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
პაციენტს გაწეული მომსახურების ხარჯი 100%-ით აუნაზღაურდება. მომსახურების მიწოდება განხორციელდება ინდივიდუალური სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით