იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს პირველი მოადგილე დავით ჯანდიერის ნაცვლად ალექსანდრე ბარამიძე იქნება. ამის შესახებ, წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
" საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარვუდგინე ჩემი მოადგილეების ახალი განახლებული გუნდი. პირველ მოადგილედ შევთავაზე სანდრო ბარამიძის კანდიდატურა. გოჩა ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ბურჭულაძე ასევე გააგრძელებენ საქმიანობას და ისინი წარდგენილი არიან მოადგილის თანამდებობაზე. მეოთხე მოადგილის ადგილზე კი პრემიერს შევთავაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძე. ეს ის გუნდია, ვისთან ერთადაც მესახება, გავაგრძელო სერიოზული საქმის კეთება, რაც უკვე ხელმეორე ნდობის გამოცხადებით დაგვავალა პარლამენტმა და პრემიერ-მინისტრმა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.