უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დღეს განაცხადა, რომ პარტია "სილნაია უკრაინას" ლიდერი სერგეი ტიგიპკო, მისი აზრით, უკრაინის ახალ მთავრობაში ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე ყველაზე მისაღები კანდიდატურაა.
"სერგეი ტიგიპკო არ მიეკუთვნება არც ერთ საპარლამენტო პარტიას. უკრაინელმა ხალხმა კი გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოუცხადა. ტიგიპკო _ კარგი კანდიდატურაა იმისათვის, რომ ეკონომიკურ ბლოკს უხელმძღვანელოს", _ განაცხადა იანუკოვიჩმა ტიგიპკოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ამავე დროს უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით "სერგეი ტიგიპკომ უკრაინის მთავრობაში მუშაობაზე თანხმობა განაცხადა, რომელიც უახლოეს მომავალში შეიქმნება".
შეგახსენებთ, რომ სერგეი ტიგიპკო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა.