ყველა დროის საუკეთესო დეტექტივად აგატა კრისტის რომანი "როჯერ ექროიდის მკვლელობა" აღიარეს. ამის შესახებ კრიმინალური ჟანრის მწერალთა ასოციაციის(CWA) ვებგვერდი იტყობინება,რომელმაც საკუთარი 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით დედექტივების ჟანრში მოღვაწე 600 ავტორს შორის გამოკითხვა ჩაატარა.
კონკურსში მონაწილეობდა 10 ნაწარმოები, რომელთა შორის ასევე იყო აგატა კრისტის "მკვლელობა "აღმოსავლეთის ექსპრესში"", არტურ კონან დოილის "ბასკირველების ძაღლი" და რეიმონდ ჩანდლერის "ღრმა ძილი"
აგატა კრისტიმ "როჯერ ექროიდის მკვლელობა" 1926 წელს გამოაქვეყნა. წიგნის გამოსვლის შემდეგ მწერალმა მისი მისამართით მრავალი კრიტიკული გამოხმაურება მიიღო, მათ შორის ლიტერატურული საზოგადოებიდან. რომანში დანაშაულის გამოძიებით დაკავებულია ბელგიელი დეტექტივი ერკიულ პუარო -აგატა კრისტის დაახლოებით 80 ნაწარმოების მთავარი გმირი.
მასალის გამოყენების პირობები