მოსკოვი შიდა გადაადგილებული პირების უფლებების დაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის ვალტერ კელინის მოხსენებას აპროტესტებს. რუსეთი იმ ანგარიშს იწუნებს, რომელიც ვალტერ კელინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვიზიტის შემდეგ მოამზადა.
"ცალმხრივი, პოლიტიზირებული და არაობიექტური", _ მისთვის ამ არასასურველ დოკუმენტს ასეთი შეფასება მისცა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განხილვის შემდეგ გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მიხეილ ლებედევმა.
ლებედევის გაღიზიანენა იმან გამოიწვია, რომ ანგარიშში ტერმინი "საქართველო" ფიგურირებს და არა "სამხრეთ ოსეთი". ვალტერ კელინის მოხსენებაში ისიც წერია, რომ რეგიონში გადაადგილებული პირების გაუსაძლისი პირობებია შექმნილი.