„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თელავის რაიონული ორგანიზაციის ოფისში პოლიცია არ შესულა. იქ აზომვითი სამუშაოები იუსტიციის სამინისტრის ექსპერტთა ჯგუფმა ჩაატარა", _ ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" შს სამინისტროდან მიაწოდეს.
„აზომვითი სამუშაოები პოლიციას არ ჩაუტარებია, აზომვითი სამუშაოები იუსტიციის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფმა ჩაატარა. გამოძიებას „მუქარის" მუხლით თელავის რაიონული სამმართველო აწარმოებს და საგამოძიებო მოქმედებები ამ საქმის ფარგლებში ჩატარდაა",_ აცხადებენ შს სამინისტროში.
შეგახსნებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, თელავში ნადიკვრის ქუჩის #8 მდებარე პარტიის რაიონული ორგანიზაციის ოფისში ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო აზომვითი სამუშაოების საბაბით (სასამართლოს ყოველგვარი გადაწყვეტილების გარეშე) პოლიციაა შესული. მათი განმარტებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, ვინმე გია სესიტაშვილის განცხადების საფუძველზე, რომ თითქოსდა პარტიამ აიძულა იგი ფართი გაეყიდა.
„ჩვენი მხრივ, გვინდა განვმარტოთ, მ.პ.გ. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აღნიშნული ფართი კანონის სრული დაცვითა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ზემოხსენებული პიროვნებისგან მართლაც შეიძინა 2006 წელს. არც მაშინ და არც მას შემდეგ რაიმე სახის პრეტენზია ამ პიროვნებას არ ჰქონია.საყურადღებოა, რომ გია სესიტაშვილი „ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტია. ყოველივე ეს ნათელყოფს, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.ეს არის თვითმმართველობის წევრებსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ აქტივისტებზე განხორციელებული ზეწოლის ლოგიკური გაგრძელება, რომელსაც სათავე ჯერ კიდევ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაედო და რომელიც პოლიციის, პროკურატურისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ხორციელდება. როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ მიერ გამოთქმული ვარაუდი პოლიტიკური ზეწოლის ახალი ტალღის შესახებ მართლდება. ამასვე გვაფიქრებინებს ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საპარლამენტო ტრიბუნიდან წარმოთქმული მუქარა, რომელიც მისდამი კრიტიკული კითხვების საპასუხოდ გაისმა. ეტყობა, „ქართული ოცნება" და ხელისუფლება ვერ გუობს ქვეყანაში განსხვავებული აზრის არსებობას და კვლავაც განაგრძობს ძირითადი ოპოზიციური ძალის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებას"- აცხადებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში".