თბილისი.26.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". სეპარატისტული აფხაზეთი და ყარაჩაი-ჩერქეზეთი სოხუმის სამხედრო გზის აღდგენას აპირებენ. სწორედ ამის შესახებ იყო ყარაჩაი ჩერქეზეთში მყოფ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის პრეზიდენტს ბორის ებზეევს შორის გამართული შეხვედრისას.
"გზა რომელიც დომბაისა და აფხაზეთის სანაპიროს სანაპიროებს შეაერთებს სერიოზულ ბიძგს მისცემს რესპუბლიკის სოციალ- ეკონომიკურ განვითარებასა და სერიზული საინვესტიციო მოედანი გახდება",_ აცხადებს ყარაჩაი-ჩერქეზეთის პრეზიდენტი ბორის ებზეევი.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბაღაფშმა და ებზეევმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საუბარი მიდის არა მხოლოდ გზის აღდგენაზე, არამედ მის მთლიან რეკონსტრუქციაზე.
დღეს აფხაზეთი ისევე როგორც სამხრეთ ოსეთი რუსეთის სამხრეთის ფორპოსტია და შეცვლილი გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო ეს პრობლემა დღითიდღე ძალზე სერიოზული ხდება", _ აცხადებს ებზეევი.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის აზრით, რუსეთის სამხრეთის საქონელი და ტვირთები იმ საპორტო ტერმინალებში გადავა, რომელთა მშენებლობა უკვე დაგეგმილია.
შეგახსნებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში ყარაჩაი-ჩერქეზეთში გაემგზავრა სადაც მოძრაობა "აბაზას" 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობს.
ბაღაფში ყარაჩაი-ჩერქეზეთის პრეზიდენტის გარდა, ასევე აბაზური ახალგაზრდული ორგანიზაციის "შარპის" წევრებსა და ქართულ აფხაზური კონფლიქტის დროს აფხაზურ მხარეს მებრძოლ მოხალისეებს შეხვდება.