პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი მიიჩნევს, რომ შანსი იმისა, რომ უკრაინამ და ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწეროს ხელი სულ უფრო და უფრო მცირდება.
პოლონურ რადიოს ინფორმაციით, სიკორსკი შეთანხმების ხელმოწერის შანსს 50 % -ზე ნაკლებად ვარაუდობს. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა ბოლო მომენტისათვის გადადო, შესაბამისად, ის ძალიან ძნელად უძლებს რუსეთის ზეწოლას.
„სომხეთზე უკვე იქონია გავლენა ამ ზეწოლამ. უკრაინა - მერყეობს. მაგრამ უკრაინამ დაუშვა მნიშვნელოვანი შეცდომები ამ პროცესში.
თუმცა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აცხადებს, რომ სამიტი ვილნიუსში არ გადაიდება, ვინაიდან საქართველო და მოლდოვა მზად არიან პარაფირება მოახდინონ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა.