დადიანების სასახლის ეზოში ახალგაზრდული მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორებმა ისტორიული შენობის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისება გააპროტესტეს და გაყიდული ფართის მუზეუმისთვის დაბრუნება მოითხოვეს.
აქციის მონაწილეების აზრით, ფაქტი ისტორიული მემკვიდრეობის ხელყოფაა, რაც სასწრაფოდ უნდა იყოს გამოძიებული.
მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ახალგაზრდები მასშტაბური და პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. საუბარია 995 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე, რომელიც 2007 წელს გაიყიდა, საჯარო რეესტრში კი 2010 წელს გატარდა.
დღემდე გაყიდული ფართი იპოთეკით არის დატვირთული და ის წალენჯიხის „ნაციონალი" მაჟორიტარი დეპუტატის ლევან ქარდავას მფლობელობაშია.