დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი ქრის. ქარის სიჩქარე დაახლოებით 29-30 მეტრი წამშია.
ძლიერი ქარის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სახლი დაზიანდა. ქარმა დევნილების კომპაქტურ ჩასახლებაში საცხოვრებელ სახლებს სახურავი ახადა.ზუგდიდის ცენტრში კი ქარმა ხეები მოგლიჯა, რომლებიც ავტომანქანებს და ავტოფარეხებს დაეცა.
როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, უკვე შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც შემთხვევის ადგილებზე გადიან და მდგომარეობას სწავლობენ.
ძლიერი ქარის გამო, დასავლეთ საქართველოში 40 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
სინოპტიკოსები 27 ნოემბრის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის საშუალო ტემპერატურა 18-20 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს რაც შეეხება ორი დღის განმავლობაში კვლავ ღრუბლიანი და ცივი ამინდია მოსალოდნელი.ტემპერატურა 7-12 გრადუსი დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები