გევორქიანისა და შკრილნიკოვის პოლიტპატიმრებად აღიარება შეცდომა იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
"სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ ეს ადამიანებიც პოლიტპატიმრების სიაში იყვნენ შეყვანილები". "ამ ადამიანების პოლიტპატიმრებად აღიარება მე ადრეც ვთქვი და კიდევ გიდასტურებთ, შეცდომა იყო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.