„თუ კარგი პროფესიონალები გამოდგებიან ჩემი ნათესავები, რატომაც არ დავასაქმებ სამინისტროში",-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პარალმენტში განაცხადა.ამ განცხადებით, მინისტრობის კანდიდატმა უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის კითხვას უპასუხა.
"ნეპოტიზმის ნათელი მაგალითი ხართ ამ დარბაზში. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თვითონ თქვა, რომ მისი ახლობელი ხართ. წინააღმდეგ შემთხვევასი თქვენ ამ პოსტზე კანდიდატად ვერ მოხვდებოდით. ვერც იმ გზას გაივლიდით 9 თვეში, რაც იყო თქვენი ჩინების მატება. მაინტერესებს, თქვენც იმავე გზის გაგრძელებას აპირებთ თუ არა შსს-ში , მიიყვანთ თუ არა სამინისტროში თქვენი ოჯახის წევრებს, კლასელებს,ნათლიებს", - მიმართა ნადირაშვილმა ჭიკაიძეს.
ნადირაშვილის შეკითხვასთან დაკავშირებით კომენტარი პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა.
"რა ხდება ეს, სერიოზული შეკითხვები თუ შეიძლება, რა უბედურებაა ეს?!",-აღნიშნა ღარიბაშვილმა.