პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე, განაცხადა, რომ ქვეყანაში რეალური დემოკრატია დამყარდა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ვერც ერთი წევრი, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებებს ვერ ეწინააღმდეგებოდა და ვერ აკრიტიკებდა მას.
"დღეს საქართველოში არის რეალური დემოკრატია, რომელზეც თქვენ ყოველთვის საუბრობდით, მაგრამ არასოდეს აგიშენებიათ. თქვენი დემოკრატია იყო ფასადური, სიცრუესა და სიყალბეზე დაფუძნებული. გინდათ გითხრათ რატომ ხდებოდა ეს?
ყველას გეშინოდათ, სწორედ თქვენი ლიდერის, გეშინოდათ მისთვის შენიშვნის მიცემა, იმიტომ რომ ციხე იყო საშინელი, ადამიანებს აუპატიურებდნენ ცოცხებით, "დუბინკებით" და ა.შ. ეს არის რეალობა და ეს უნდა აღიაროთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები