დღეს, 10 მარტს, 17:00 საათზე ბათუმს ეწვევა თეატრის ცნობილი მოღვაწე, სტოკჰოლმის საერთაშორისო ორგანიზაცია `ინტერკალტის~ /შვედეთი/ ხელმძღვანელი კრის ტორში და მისი თანაშემწე კორინა ოპრეა. ბათუმში დაგეგმილ შეხვედრებს კოორდინირებას გაუწევს ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი, კულტურის საერთაშორისო ორგანიზაცია `კავკასია~ პრეზიდენტი ლევან ხეთაგური, რომელიც ამავდროულად ბათუმის თეატრის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორიც არის.
`ინტერკალტი~ როგორც საერთაშორისო უკვე 20 წელზე მეტი ხანია მოღვაწეობს ევროპაში კულტურის სფეროში. კრის ტორშის ხელმძღვანელობით უკვე რამდენიმე წელია ევროპაში ხორციელდება კულტურული პროექტი `ზღვები~, რომელიც მოიცავდა ჩრდილოეთის ზღვის ქვეყნებს, შარშან აღნიშნულმა საერთაშორისო კულტურულმა პროექტმა მოიცვა შავი ძრვის ქვეყნები ბულგარეთი და თურქეთი, 2010 წელს კი საერთაშორისო პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება საქართველო, კერძოდ ბათუმი. პროექტის ოფიციალური პარტნიორია ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. ზაზა ხალვაშმა და კრის ტორშმა ერთმანეთი ლუბლიანაში `აი-თი-ემის~ მორიგ შეხვედრაზე გაიცნეს. კრის ტორშის ვიზიტი ბათუმში მოწმობს იმაზე, რომ უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბათუმს და ზაზა ხალვაშს დიდი ნდობა გამოუცხადა.
კრის ტორში, კორინა ოპრეა და ლევან ხეთაგური შეხვედრებს გამართავენ საერთაშორისო პროექტის `ზღვები~ ოფიციალურ პარტნიორთან საქართველოში ბათუმის თეატრის მმართველთან ზაზა ხალვაშთან, ასევე 11 მარტს დაგეგმილია შეხვედრა აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრ მათე ტაკიძესთან და ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებთან ზვიად ელიზიანთან და გიორგი გოგიბერიძესთან.
ხვალ და ზეგ საპატიო სტუმრები დაესწრებიან ბათუმის თეატრის სპექტაკლებს `ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით~ და `ნუგზარი და მეფისტოფელი~ (რეჟისორი გიორგი თავაძე).
შვედი სტუმრების მიზანია ბათუმის, როგორც კულტურული ქალაქის ჩართვა საერთაშორისო კულტურულ პროექტში `ზღვები~. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს ერთობლივი საერთაშორისო კულტურული პროექტების განხორციელებას, მსახიობების მომზადებას და გადამზადებას და ა. შ.
შვედი სტუმრები ბათუმს 12 მარტს დატოვებენ.