იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებით მისი და მომავალი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. როგორც ჟურნალისტებთან წულუკიანმა მისი და მომავალი მთავარი პროკურორის ერთობლივი მუშაობის კომენტირებისას განმარტა ფარცხალაძეს აქვს კონკრეტული გეგმა სტრუქტურაში განსახორციელებელ რეფორმებთან დაკავშირებით.
,,საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა მქონდა მომავალ მთავარ პროკურორთან. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთავარი პროკურატურისთვის და ზოგადად საგამოძიებო საქმისთვის. გახარებული ვარ, იმ ფაქტით რომ ფარცხალაძისა და ჩემი ხედვა აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს იმასთან დაკავშირებით, რომ საგამოძიებო საქმე ხელოვნების ხარისხში უნდა ავიყვანოთ, რადგან მტკიცებულების და გამომძიებლის საქმე თუ არ იქნა პრიორიტეტი მაშინ თვითონ პროკურორს მუშაობა გაუჭირდება. მას აქვს კონკრეტული ხედვა იმ რეფორმების შესახებ, რომელიც პროკურატურაში უნდა ჩაატაროს და მე ვიქნები ერთ-ერთი იმ გუნდის წევრი, რომელიც ამ საქმეში მაქსიმალურად ხელს შეუწყობს", _განაცხადა წულუკიანმა.