„The New York Times" -სათვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა ნანობს, რომ თავის დროზე დასავლეთში დასავლეთში სასწავლებლად კიდევ უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა არ გააგზავნა.
მისივე თქმით, ყველა შეძენილი იარაღი უსარგებლო ხდება, როდესაც საქმე რუსეთთან კონფლიქტამდე მიდის.
„როგორ მინდა ახლა თავდაცვაზე მილიონით ნაკლები დაგვეხარჯა, ხოლო განათლებაზე მილიარდით მეტი. ეს იმაზე უფრო კარგი დაცვა იქნებოდა, ვიდრე შეიარაღების ყიდვა, რომელიც მაინც უსარგებლო ხდება იმ შემთხვევაში როდესაც საქმე რუსეთთან კონფლიქტამდე მიდის".