,,დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ნაბიჯის გადადგმაა ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრებისკენ", _განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ინაუგურაციის დასრულების შემდეგ და გიორგი მარგველაშვილს წარმატება უსურვა.
,,. ვულოცავ მთელს საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს და უმაღლეს მთავარსარდალს გიორგი მარგველაშვილს. ახლა ყველა მოქალაქემ უნდა დავუწყოთ რეალური შრომა, ჩვენი ქვეყნის გასამთლიანებლად და ეკონომიკური აღმავლობისთვის", _განაცხადა ალასანიამ.