პრეზიდენტის ინაუგურაციას 53 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება. როგორც ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა ის ქვეყნები კი, რომელთა დელეგაციებიც ჩამოსვლას ვერ მოახერხებენ, ელჩები წარმოადგენენ.
"ეს ძალიან დიდი დელეგაციაა, რაც მოითხოვს დიდ ლოჯისტიკურ მუშაობას, რომელსაც ახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დელეგაციების ჩამოსვლა შეწყდება 12:00 საათზე და მათი ნაწილი საქართველოს დატოვებს 21:00 საათის შემდეგ, ნაწილი კი ორშაბათს იმის მიხედვით თუ რა შეხვედრები აქვთ დაგეგმილი", - განაცხადა მაია ფანჯიკი