კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი გიორგი ვოლსკი ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე არ დასწრებით ქვეყნის იმიჯი არ დაზარალდება.
,,მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე არ დასწრება ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად არ იმოქმედებს, რადგან სახელმწიფოს იმიჯი ქმედებებით განისაზღვრება", _განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ქმედებები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება.
,,ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის არა მხოლოდ განცხადებები, არამედ მოქმედებებიც არაადეკვატურია და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება. იგი ყოველთვის ამბობდა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტი იყო. ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა საზოგადოების წინაშე თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის რანგში საჭირო არ არის", _აცხადებს ვოლსკი, ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილების შეფასებისას.
მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი თავისი ქმედებებით, პოლიტიკურ ავანსცენაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" შენარჩუნების შესაძლებლობასაც ამცირებს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციას არ დაესწრება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან სპეციალური განცხადება გაავრცელა და ის მიზეზები განმარტა რის გამოც ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება.