გურიის მხარის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობიდან მისი გათავისუფლების თაობაზე განცხადებით უკვე მიმართა.
ჩიტაშვილმა გუბერნაოტირს რანგში დღეს ბოლო სამუშაო დღე გაატარა და მისი ადმინისტრაციის თანამშრომლებს გამოემშვიდობა.
ჩიტაშვლის განცხადებით, იგი პოლიტიკურ მოღვაწქეობას გააგრძელებს და მომავალში "ნაციონალურ მოძრრაობაში" პარტიული საქმიანობით დაკავდება.
"განცხადება დაწერილი მაქვს და სავარაუდოდ, ხვალ მოაწერს პრეზიდენტი ხელს ჩემს განცხადებაზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს და მე ვრჩები იმ გუნდის წევრად, რომელთან ერთადაც ამ წლების განმავლობაში მოვდიოდი. რაც შეეხება ახალ გუბერნატორს, გულწრფელად მინდა მას წარმატება ვუსურვო,"- განაცხადა ვალერი ჩიტაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ქვეყნის ყველა რეგიონის გუბერნატორებმა თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადებებით უკვე მიმართეს პრეზიდენტს.