თელავში გაზგასამართ სადგურზე ავტომანქანა აფეთქდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში თელავის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ ვაჟა ზუროშვილმა განცხადა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
,, გაზგასამართ სადგურზე ,,ნივის" მარკის ავტომანქანა აფეთქდა. შემთხვევის ადგილზე მე თვითონ ვიმყოფებოდი და შედეგად არავინ დაშავებულა. მანქანაში ჩემი მეგობრის შვილები იმყოფებოდნენ, საბედნიეროდ ისინი მანქანიდან გადასულები იყვნენ", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვაჟა ზუროშვილმა.