რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთი თვალს ადევნებს საქართველოს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გამონათქვამებს რუსეთ-საქართველოს ურთობების ნორმალიზების შესახებ და კმაყოფილებას გამოთქვამს.
„შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ დაინტერესებულნი ვართ და თვალყურს ვადევნებთ საქართველოს ახალი პრეზიდენტის გამონათქვამებს.
მისი აზრები, რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ კონსტრუქციულად ჩანს და მრავალწილად ჩვენს ხედვას შეესაბამება", _ აცხადებს კარასინი.