აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის ისტორიული მომენტი დგება, რადგან ორ კვირაში ვილნიუსის სამიტია. როგორც ამერიკის ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას ნულანდმა განაცხადა აშშ მიესალმება სამივე ქვეყნების ევროპულ არჩევანს.
,,ვილნიუსის სამიტამდე ორი კვირით ადრე უკრაინისთვის, მოლდოვისვთის და საქართველეოსთის ისტორიული მომენტი დგება. ამ ქვეყნებს ჰქონდათ წინსვლა კანონის უზენაესობის, დემოკრატიის ბაზრის გახსნილობის თვალსაზრისით ევროკავშირის მკაცრი მოთხოვნების შესაბამისად, რათა გააფორმონ ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. აშშ-ის მიესალმება ამ ქვეყნების ევროპულ არჩევანს და სურს იხილოს სამივე სახელმწიფო საჭიროდ ევროპული ოჯახისთვის, თავისუფალი ვაჭრობის სარგებლობით და უვიზო მიმოსვლით, რომელსაც ევროკავშირი სთავაზობს", _განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.