პარლამენტის დღევანდელი სხდომა უმცირესობის და უნმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატებს შორის კამათის ფონზე წარიმართა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრების კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ რუსული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებები გახდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობა ჩიხში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა გაუაზრებელმა ნაბიჯებმა და აგრესიულმა რიტორიკამ შეიყვანა, ამ ჩიხიდან ქვეყნის გამოყვანა კი, საკმაოდ რთულია.
"იმ ჩიხში, რომელშიც შეგვიყანა "ნაციონალურმა მოძრაობამ", ამ ჩიხიდან გამოსვლა არის საჭირო და ლაი-ლაით და რიტორიკით ეს გამოსვლა არ ხდება. იქამდე მივიდა საქმე, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო იძულებული გახდა მიეღო სპეციალური რეზოლუცია, უფრო სწორად, სპეციალური მუხლი ჩაეწერა რეზოლუციაში, რომ შეწყვეტილიყო ეს აგრესიული სამხედრო რიტორიკა და პროვოკაციები. ეს ცუდ მდგომარეობამდე მიგვიყვანს, რადგან უშველებელი რაოდენობის დოკუმენტები არსებობს, რომლებიც ამტკიცებს, რომ ამ სისულელეებმა მიყვიყვანა აქამდე და დღესაც ეს ენის ჭარტალი, არასწორი ლაპარაკი, არასწორი შეფასებები ყველანაირი წინა შეცდომების გაუთვალისწინებლობლად არის დანაშაული,"- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.