ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს. მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას სს ,,საზღვაო ჰოსპიტალის" და შპს ,,ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის" ექიმები უწევენ.
ადგილობრივებს კარდიოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, მამოლოგის, ქირურგის, ექოსკოპისტის, გინეკოლოგის და ნევროლოგის უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება დღის ბოლომდე შეეძლება.
უფასო სამედიცინო აქციას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რომან ბოლქვაძე ესწრება.
მასალის გამოყენების პირობები