ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქალაქ ლაზიკის შეჩერებული პორტის პროექტს აბსურდლს უწოდებს.
კვირიკაშვილის განცხადებით, ლაზიკის პროექტთან შედარებით, გაცილებით მიზანშეწონილია ანაკლიის პორტის მშენებლობა და რადგან ლაზიკის პროექტის განხორციელება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული
კვირიკაშვილი მთავარ საფრთხედ მდინარე ენგურსა და რიონს შორის არსებული ჭაობის დაშრობის შემდეგ მოსალოდნელ ცვლილებებს ასახელებს და განმარტავს, რომ შესაძლოა, ზღვის სანაპირო მნიშვნელოვნად გადმოიწიოდ და ტერიტორიები დაიტბოროს.
"თვითონ ქალაქი არის აბსოლუტურად აბსურდული პროექტი გამომდინარე იქიდან, რომ ეს ითვალისიწნებს მდინარე ენგურიდან მდინარე რიონამდე ტერიტორიაზე ჭაობის დაშრობას. ამ შემთხვევაში ზღვის შემოსვლის ძალიან სრიოზული საფრთხეა. ეს ჭაობი არის წვიმის დროს დაგროვების საშუალება და შემდეგ ბალანსი ხდება. მოგეხსენებათ, რომ კოლხეთის დაბლობი არის უფრო დაბლა, ვიდრე ზღვის დონე. გამომდინარე აქედან, ამ ჭაობით ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნება ხდება და აქ რომ ქალქი ავაშენოთ, რამდენად რეალურად გეჩვენებათ?!-" განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.