საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, საქართველოს ხელისუფლება ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს.
ნორლანდის თქმით, ქართველი ხალისთვის გულდასაწყვეტია ოლიმპიადაში მონაწილეობა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ამიტომ სოჭის ოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის საკითხი მოგვიანებით გადაწყდება.
"ვფიქრობ, ბატონმა მარგველაშვილმა ქართველი ხალხის პოზიცია გაიმეორა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, საქართველო ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგას, რაც ვფიქრობ, რეგიონის უსაფრთხოებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვესმის რატომ არის გულდასაწყვეტი ქართველი ხალხისთვის სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა, მაგრამ ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის,"- განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.