„ძნელი წარმოსადგენია, რომ ხანდაზმული ფილოსოფოსი მარგველაშვილი და ყმაწვილი ბიზნესმენი ღარიბაშვილი რუსეთთან ომისათვის დაიწყებენ მზადებას. ნატო, ევროპა და აშშ კი ვიღაც ველური მთიელების გამო რუსეთთან ომის საკითხში თითსაც კი არ გაანძრევს", - წერს თავის სტატიაში რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ხრამჩიხინი, რომელსაც ქართულ ჯარს უძღვნის.
სტატიის დასაწყისში საუბარია იმაზე თუ როგორ იქმნებოდა ქართული ჯარი, რა რაოდენობის ტექნიკა დარჩა საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. რა იარაღით გადაიტანა ქვეყანამ რამდენიმე შიდაომი და რა რომელი ქვეყნები და რა რაოდენობით არსენალით ამარაგებდდნენ საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომამდე რუსეთთან.
„ქართული ჯარი მხოლოდ ერთი ომისათვის იქმნებოდა და ეს ომი წააგო. ამიტომაც ახლა ჯარი უაზრო და უსარგებლოა, მაგრამ უარს ხომ არ იტყვიან ახლა მასზე ამის გამო.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ თანამედროვე ჯარი შექმნა, რომელსაც არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არამედ რუსეთის დამარცხებაც შეეძლო.
სააკაშვილს იმ წარმატებებისგან, რომელიც მას პოლიტიკასა და ეკონომიკაში ჰქონდა აშკარად თავბრუ დაეხვა „ამასთან ერთად, ის გამოიჩეოდა აშკარა ფსიქოლოგიური არამდგრადობითა, სრული არაკომპეტენტურობით სამხედრო საკითხებში და დასავლეთისადმი რწმენით. მას ეგონა, რომ თანამედროვე, პროპესიონალური ჯარი შემქნა, რომელიც ელვის უსწრაფესად დაამარცხებს არა მხოლოდ აფხაზეთსა და ოსეთს, არამედ რუსეთსაც", _ წერს ხრამჩიხინი და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასევე ჰქონდა იმის იმედი, რომ გაუთვალისწინებელი გაჭირვების შემთხვევაში მის დაასახმარებლად ნატო მოვიდოდა.
„ომი საქართველოს „თანამედროვე პროფესიონალური" ჯარის მყისიერი გამანადგურებით დასრულდა. უკვე მესამე დღეს ქართული ჯარი უბრალოდ დაიშალა. შეწყვიტა ყველანაირი წინააღმდეგობა და იარაღის, საბრძოლო მასალისა და სრულიად გამართული ტექნიკის უზარმაზარი რაოდენობა მიატოვა.
სხვათაშორის ამან კიდევ ერთხელ დააადასტურა ცნობილი ფაქტი, რომელიც ახლა ჩვენთან არამოდურად ან სამარცხვინოდაც მიიჩნევა: თანაბარ პირობებში მოხალისეთა ჯარი ყოველთვის მოუგებს დაქირავებულთა (პროფესიონალურ) არმიას, თუნდაც პირადი შემადგენლობის უფრო მაღალი მოტივაციის გამო.
რუსული ჯარი მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოკვდება - თუკი მას მაინც „პროფესიონალურად" გადააკეთებენ. აი მაშინ უკვე ის ვერავის ვერასოდეს მოუგებს", _ წერს ხრამჩიხინი,_ და კვლავ აგვისტოს ომს უბრუნდება.
„ნატომ რა თქმა უნდა თითიც არ გაანძრია საქართველოს გადასარჩენად. ეს ისედაც ადვილი მისახვედრი იყო ალიანსის რეალური საქმიანობა რომ ყოფილიყო შესწავლილი", _ წერს ექსპერტი და აგრძელებს: „რა თქმა უნდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე საუბარიც არ შეიძლება, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ მას დაურეგულირებელი ტერიტორიული პრობლემები აქვს. რეალური მიზეზი კი არის ის, რომ არც აშშ, არც თურქეთი და არც მით უფრო ევროპა არა თუ ომს არ აპირებენ არამედ მათ არ სურთ რუსეთთან ომის თეორიული რისკის შესაძლებლობა მიიღონ ვიღაც ველური მთიელების გამო.
ამასთან ერთად ასევე საუბარიც არ შეიძლება იყოს იმაზე, რომ საქართველომ თავად დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სამხედრო გზით. პოპულარული საუბრები კი იმის შესახებ, რომ „საქართველო რევანშისათვის ემზადება" მხოლოდ და მხოლოდ იაფფასიანი პროპაგანდაა და სხვა არაფერი.
მართლაც მძლავრი შეიარაღებული ძალების შესაქმნელად ქვეყანას რესურსი არ გააჩნია, ნატო კი თბილისისათვის არავითარი დახმარების გაწევას არ აპირებს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ხანდაზმული ფილოსოფოსი მარგველაშვილი და ყმაწვილი ბიზნესმენი ღარიბაშვილი რუსეთთან ომისათვის დაიწყებენ მზადებას", _ წერს ალექსანდრე ხრამჩიხინი.
მასალის გამოყენების პირობები