გონიოს მოსახლეობა საროსკიპოების დახურვის მოთხოვნით საპროტექსტო აქციებს მართავს.
ადგილობრივების განცხადებით, უცხოელები ნაქირავებ სახლებში სასტუმროებს ხსნიან და მათ პროსტიტუციისთვის იყენებენ. მათივე თქმით, დასახლებაში ცხოვრება უსაფრთხო აღარ არის და ახალგაზრდები საღამოობით ქუჩაში მარტო გამოსვლას ერიდებიან.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, გონიოში მსგავსი ტიპის 30-მდე სასტუმროა და ისინი მთავრობას და სამართალდამცველებს სთხოვენ დაინტერესდნენ ამ პრობლემით.