არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსული ტელეკომპანია "ORT"-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, სოჭის ოლიმპიადაზე და აღნიშნულ ოპლიმპიადაზე მისი ვიზიტის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
მარგველაშვილის თქმით, სააკაშვილის მიერ შექმნილი პრობლემები რუსეთისთვისაც შარშან მოსული თოვლია და საქართველოს ახალი ხელისუფლება მეზიბელ ქვეყანასთან ურთიერთობას ახალი, თუმცა ძალიან პრობლემატური წერტილიდან იწყებს.
"ჩვენ ვიწყებთ ძალიან პრობლემატური წერტილიდან, როცა სამწუხაროდ უკვე მოხდა ძალიან ტრაგიკული მოვლენა. დღეს ჩვენ შევეცდებით არ მივაყენოთ ერთმანეთს ტკივილი, ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლის გადაწყვეტაც დღეს შეიძლება და ვისაუბრებთ პერსპექტივაზე. პერსპექტივა უნდა იყოს დაბრუნება კეთილმეზობლურ რეჟიმში. დიახ, სააკაშვილი დიკრედიტირებულია ამ ომის შემდეგ და მერე რა?! რომელ რუსს აინტერესებს 10 ან 20 წლის შემდეგ რაღაც ინტრიგა?! რუსებს სურთ ჩამოვიდნენ საქართველოში, იყოს კულტურული ურთიერთობები. სააკაშვილის მიერ იყო შექმნილი პრობლემები რუსეთისთვისსაც შარშან მოსული თოვლია,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.