აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზური მხარე წინააღმდეგი არ არის, გალში იციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ხუთმხრივი შეხვედრები აღდგეს, სადაც მხარეები გალის რაიონში შექმნილ მდგომარეობას ყოველკვირეულად განიხილავენ.
ამის შესახებ ყოლბაიამ ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჟენევის მოლაპარაკებების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
"ჟენევის მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი გახლდათ პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის საქმიანობის აღდგენის აუცილებლობა, რამეთუ ამ პროექტმა ძალიან კარგი შედეგები გამოიღო ამ ხნის განმავლობაში. ამ ხუთმხრივი მოლაპარაკებების ჩაშლა დაეტყო გალის რაიონში გამწვავებულ კრიმინოგენურ სიტუაციას. ეს იქნება ქართველების გატაცება თუ მოსავლის გადმოტანასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პრობლემები. სწორედ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა განაპირობა, რომ აუცილებელია აღდგეს ეს ტრადიციული მოლაპარაკებები გალში", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.
მასალის გამოყენების პირობები