საქართველოს პრემიერ მინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსულ მედიასთან საუნარში ვილნიუსის სამიტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ვილნიუსის სამიტზე ქართული მხარე დააყენებს ეკონომიკურ საკითხებს, რომლებიც ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების განვითრებასთანაა დაკავშირებული.
„თუმცა ჩვენ რუს პარტნიორებს შესაშფოთებელი არაფერი აქვთ. ვინაიდან მე რუსულ -ქართული საქმეებით ვარ დაკავებული და ჩვენ დიალოგს პირისპირ ვაწარმოებთ, გეტყვით რომ ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ შემდეგნაირია - ჩვენ გვინდა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვქონდეს ევროკავშირთანაც, რუსეთთანაც და ყველა ჩვენს მეზობელთან. აშშ-სთანაც ვაწარმოებთ ამის შესახებ მოლაპარაკებებს", _ აცხადებს აბაშიძე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველო პატარა ქვეყანაა პატარა ბაზრით, ის დაინტერესებულია შესძლებლობის ფარგლებში ჰქონდეს ვაჭრობის ლიბერალური რეჟიმით ყველასთან.
მისივე თქმით, საქართველო ასევე დაინტერესებულია თავისი მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილებით.
„ასე რომ, ჩვენი აზრით ერთი მეორეს ხელს არ უშლის . გქონდეს აქტიური ვაჭრობა ევროკავშირთან ეს სულაც არ ნიშმავს იმას, რომ ვიღაცასთან ეს ვაჭრობა შეწყდება", _ განაცხადა აბაშიძემ.