მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი თანამდებობიდან მისი გადადგომის თაოაბზე გავრცელებულ უარყოფს ინფორმაციას უარყოფს.
როგორც ნაცვლიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, მსგავსი ინფორმაცია იმიტომ გავრცელდა, რომ ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს ვიღაცამ სისტემის გარედან მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა ვინ - ეს მისთვის უცნობია.
"ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ. ვფიქრობ, წყარო, რომელმაც აღნიშნული სააგენტო შეცდომაში შეიყვანა, დაინტერესებული იყო პროკურატურის სისტემის დეზორგანიზებით, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მთავარმა პროკურორმა მართლაც მიიღო გადაწყვეტილება, დაკავებული თანამდებობიდან 17 ნოემბრის შემდეგ გადადგეს. საქართველოს მთავარი პროკურატურა ჩვეულ რიტმში განაგრძობს საქმიანობას და უკლებლივ ყველა პროკურორი, ჩემი ჩათლით, კანონით დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს,"- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.