მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არასერიოზულია არჩილ კბილაშვილის შემცვლელზე საუაბარი. ამის შესახებ პაიჭაძემ მთავარი პროკურორად ოთარ ფარცხალიძის შესაძლო დანიშვნის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, არჩილ კბილაშვილი თანამდებობას ახალი მთავრობის დანიშვნამდე ისევ ინარჩუნებს, შესაბამისად მისი შემცვლელიც სწორედ ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ დასახელდება.
,,ჯერჯერობით, მთავარი პროკურორი ახალი მთავრობის დანიშვნამდე პოსტს ინარჩუნებს. ვინ შეცვლის არჩილ კბილაშვილს ცნობილი გახდება მოგვიანებით. ამიტომ არასერიოზულია ამ საკითხზე მსჯელობა", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ხათუნა პაიჭაძემ.