პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადადგომით ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი არ დაჩქარდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ განაცხადა პროკურატურამ საქმეების შეტევას ვერ გაუძლო.
,,მეეჭვება, არჩილ კბილაშვილის გადადგომამ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დააჩქაროს. კბილაშვილთან იმდენად არ არის დაკავშირებული ის პრობლემები რაც არსებობს, რამდენადაც თვითონ სიტუაციასთან. მაგალითად, ადამიანმა ორგანიზმში ერთი კასრი წყალი რომ ჩაისხას, მისი ორგანიზმი ვერ მონელებს და ცუდ დღეში ჩავარდება. რაღაც ამდაგვარი მდგომარეობა შეექმნა პროკურატურას, როცა საქმეების იმდენი რაოდენობა მიაწყდა, რომლის მონელება მისთვის შეუძლებელი იყო. ფაქტია, რომ პროკურატურამ ამ შემოტევას ვერ გაუძლო. არსებულ სიტუაციაში კბილაშვილის როლი ყველაზე მინიმალურია, თუმცა, სავარაუდოა, რომ გავლენა მოხდინა იმანაც, რომ კბილაშვილის პროკურორის გამოცდილება არ ჰქონდა", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ.