პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მიიჩნევს, რომ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილიმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მისდამი გაჩენილი საყვედურების გამო მიიღო.
,,კბილაშვილი ცნობილია თავისი პატიოსანი დამოკიდებულებით პროფესიისადმი. თუმცა ბოლო დროს ბევრი საყვედური ისმოდა პროკურატურის მიმართ, ალბათ, გაჩენილმა საყვედურებმა გაადაწყვეტინა კბილაშვილს, რომ პროკურატურისთვის თავი დაენებებინა. მე უფრო ასეთი შთაბეჭდილება მაქვს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ.