ბუნებრივია ისიც, რომ ვარ კოჰაბიტაციით განაწყენებულ მოქალაქეთა ადრესატი,- ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე საუბრისას განაცხადა.
კბილაშვილის თქმით, მას და მომავალ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შორის არავითარი უთანხმოება არ არსებობს, რადგან გასული ერთი წლის განმავლობაში ერთმანეთის გვერდით მოუწიათ მუშაობა და მის მიერ პოსტის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ყოველგვარი კონფლიქტის და დაპირისპირების გარეშე მოხდა.
"ჩემი საქმიანობის დრო საქართველოში ორხელისუფლებიანობას დაემთხვა, აქედან გამომდინარე პროკურატურის საქმინაობა იმ პოლიტიკით იყო ნასაზრდოები, რომელიც ხალხში კოჰაბიტაციის სახელით არის ცნობილი. ამიტომ ბუნებრივია ისიც, რომ ვარ კოჰაბიტაციით განაწყენებულ მოქალაქეთა ადრესატიც, თუმცა ვთვლი, რომ პრემიერ ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც სისხლის სამართლის სფეროში ზმოერებითა და დაბალანსებულობით გამოირჩეოდა, ერთადერთი სწორი პოლიტიკა იყო. აღნიშნული არ ნიშავს, რომ ვერ ვხედავდი ან მომწონდა ნაკლოვანებები, რაც პროკურატურის სისტემას მემკვიდრეობით აქვს მიღებული. მე მტკიცედ მჯერა, რომ ახალი პრეზიდენტის ახალი პრემიერის უფლებამოსილების დადასტურებისთანავე ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით უნდა დაიწყოს სისტემური რეფორმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში, უნდა მოხდეს ფუნქციათა გამიჯნვა, შიდა კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბება, გამოძიებაზე პროკურატურის საზედამხედველო როლის გაძლიერება პროკურატურის რეპრესიული მანქანა უნდა შეიცვალოს ინსტიტუციონალურად ახალი, ევროპული მოდელის პროკურატურით,"- განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.