კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, ის მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებას პატივს სცემს. როგორც უშიშროების საბჭოს მომავალმა თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა კბილაშვილისთვის გადაწყვეტილების მიღებაში არასდროს არავის ხელი არ შეუშლია.
,,არჩილ კბილაშვილი პრემიერ-მინისტრთან ერთად ერთ გუნდად მოვედით ხელისუფლებაში. კბილაშვილმა პრემიერ-მინისტრის შეთავაზებითა და წარდგინებით მიიღო გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო მთავარი პროკურორი და ახლა პრემიერ-მინისტრთან ერთად გადაწყვიტა დატოვოს თანამდებობა და სამოქალაქო სექტორში გადავიდეს. არჩილ კბილაშვილს აღნიშნული გადაწყვეტილება არ მიუღია იმის გამო, რომ მას პრობლემა აქვს მოქმედ პრემიერთან, ან მომავალთან, ეს გადაწყვეტილება თავად მან მიიღო, რომელსაც პატივს ვცემ", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან' საუბარში იმერლიშვილმა.
,,ჯი-ეიჩ-ენის" შეკითხავს შეიძლება თუ არა კბილაშვილის გადაწყვეტილებაზე ემოქმედა საზოგადოებაში გაჩენილ ნეგატიურ დამოკიდებულებას რომ მან ვერ უზრუნველყო დროულად გახმაურებული საქმეების გახსნა და სამართლიანობის აღგენა იმერლიშვილი ასე პასუხობს:
,,არა მგონია, რომ ეს ყოფილიყო კბილაშვილის გადაწყვეტილების მიზეზი. მისთვის არასდროს არავის ხელი არ შეუშლია გადაწყვეტილების მიღებაში", _განაცხადა იმერლიშვილმა.