„რუსეთი კვლავ ცდილობს ჟენევა გამოიყენოს იმისათვის, რომ ოკუპაციის ლეგიტიმაცია მოახდინოს", _ აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის" წევრი, ექსპერტი, ელენე ხოშტარია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა 25-ე რაუნდზე საუბრისას.
„მნიშვნელოვანი იყო ჩვენი დელეგაციის პრინციპული პოზიცია რომელიც მათ გამოიჩინეს ამ მოლაპარაკებებზე და ნაწილობრივ რა თქმა უნდა ამანაც გამოიწვია ის ხმაური და დაპირისპირება რაც იქ იყო",_ აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან ახალი ამ დრომდე არაფერია.
„რუსეთის მხრიდან პრინციპში ახალი არაფერი არ ყოფილა. ისინი ცდილობენ, რომ გამოიყენონ ჟენევა, იმისთვის, რომ მოახდინონ ოკუპაციის ლეგიტიმაცია", _ აცხადებს ხოშტარია.