„მიუხედავად იმისა, რომ ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა პოლიტიკა რუსეთის პასუხი არის ზუსტად იგივე რაც იყო ან კიდევ უფრო მკვახე", - აცხადებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საუბრისას პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგი წერეთელი.
„ძალიან სამწუხაროა, რომ არავითარი შედეგები ამ მოლაპარაკებებს არ მოაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა, როგორც აცხადებს პოლიტიკა იყოს უფრო რბილი უფრო კონსტრუქციული რუსეთთან - პასუხი არის ზუსტად იგივე რაც იყო და ზოგჯერ შეიძლება ითქვას კიდევ უფრო მკვახე", _ აცხადებს წერეთელი და აღნიშნავს, რომ ყოველივე ეს რუსეთის სააგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებებისგანაც კარგად ჩანს.
„ასე არის ალბათ კარასინის განცხადებაც, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ იმედი კი გვაქვს, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი პრინციპების შეცვლას",_ აცხადებს გიგი წერეთელი.