ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 25-ე რაუნდის დასრულების შემდეგ შეხვედრის თანათავმჯდომარეებმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს. რომელზეც მხარეებმა თავიანთი პოზიციები კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.
შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გამართული დისკუსიით ის კმაყოფილია.
„მინდა გესაუბროთ იმ საკითხებზე რაც მეორე სამუშაო ჯგუფის შესახებ ზოგად სურათს შეგიქმნით. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო საინფორმაციო სესიას, სადაც თავისუფალი გადაადგილების შესახებ პრაგმატული მიდგომა განვიხილეთ. ამავდროულად ყურადღება ავამახვილეთ ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მახთულხლართებთან მიმართებაში.
რუსეთის ძალების მიერ აღმართულია ბარიერები საოკუპაციო ხაზთან, ავღნიშნეთ, რომ ჩვენ და რუსეთს გვაქვს პაუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, მათ შორის კონფლიქტის ზონაში. გადადგილების შეზღუდვა კი იწვევს ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებს. მაგალითად, საკუთრების უფლების, ჰუმანიტარულ და სამედიცინო წვდომის პრობლემებს.
საოკუპაციო ხაზთან ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის მიზნით ჩვენ მოვიწვიეთ ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისიის ტექნიკური მისია. მთლიანობაში მე კმაყოფილი ვარ დისკუსიებით", _ განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძე და აღნიშნა: „საბოლოო ჯამში ჩვენ ვდგამთ მზარდ ნაბიჯებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების კუთხით. რაზეც მანამდე დისკუსია შეუძლებელი იყო.