აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინი 27 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება. როგორც რუბინმა ,,რუსთავი-2"-თან საუბარში განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნებით საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციების მოლოდინი გაამართლა.
,,მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მიულოცო ქართველ ხალხს წარმატებული არჩევნები, შეიძლება საუკეთესო რაც კი საქართველოში ჩატარებულა. მან გაამართლა ყველა მოლოდინი რაც საერთაშორისო საზოგადოებას_ეუთოს და ადამიანის უფლებების დემოკრატიულ ინსტიტუტებს ჰქონდათ. ეს ორგანიზაციები კმაყოფილები იყვნენ ხელისუფლების მიერ არჩევნების ორგანიზებითა და ხმის მიცემის პროცესით. ეს თავისუფალი არჩევნები იყო, რაც რეგიონისთვის და საქართველოსთვის დიდი მიღწევაა. ეს არის პირველი ნაბიჯი არჩწვნების ინსტიტუციონალიზმისკენ, რათა ის გახდეს ნორმალური", _განაცხადა რუბინმა.
მისივე განმარტბეით, ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი სამართლიანი იქნება.