საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ ქვეყნის ახალი მთავრობა და არჩეული პრეზიდეტი მისი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში მაინც გამოიჩენენ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი პატივისცემას, იგი გიორგი მარგველაშვლის ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრება.
სააკაშვილის თქმით, თუ მთავრობამ ყველაფერზე ხელაღებით უარის თქმა გააგრძელა, სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ მან პროცედურები წესის დაცვით განახორციელოს, ზედმეტი იქნება.
"ინაუგურაცია არის სახელმწიფო ინსტუტიტის გამოხატულება, სახლმწიფო ინსტიტუტი ცალკე ინაუგურაცია ხომ არ არის?! ცალკე ინსტიტუტი არის ინაუგურაცია, ასევე არის პრეზიდენტის სასახლე, ასევე ჩვენი დაწსებულებები რომლებიც შევქმენით, ინსტიტუტია ასევე კონსტიტუციაც. ჯერჯერობით პატივისცემა არც ერთი ჩვენი შექმნილი ინსიტუტის მიმართ ჩვენ არ დაგვინახავს. ნახეთ რომ ისტერიული მცდელობა იყო კონსტიტუციის შეცვლის ბოლო წუთამდე, ხალხის მოსყიდვის, ხელის გადაგრეხვის და სხვადახვა საშუალებებით, რაც ძალიან სამწუხაროა. ასე მიღებული კონსტიტუცია არავის არ გამოადგება. ასევე პრეზიდენტის სასახლის გაუქმება უნდათ. თეთრ სახლში ბევრი ახალი პრეზიდენტი შესულა, რომელსაც წინა ეზიზღებოდა, მაგრამ ამის გამო თეთრი სახლი არავის არ გაუუქმებია. ეს უკვე დიდი ისტორიული მნიშველობის მქონე სახელმწიფო ინსტიტუტი და შენობაა. თუ ახალი პრეზიდენტი და ახალი მთავრობა ახლა მაინც, ბოლო დღეებში გამოიჩენს პატივისცემას ამ ინსტიტუტების მიმართ, რა თქმა უნდა არანაირი საფუძველი არ მექნება რომ რაიმე მათ წინადადებაზე უარი ვთქვა. თუ ყელაფერზე ხელაღებით უარის თქმა გააგრძელეს, სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ შევინარჩუნო ყველაფერი ჩარჩოს და კონსტიტუციის ფარგლებში, რა თქმა უნდა ეს ასე ვერ იქნება,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.